მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებულ გორელ პედაგოგს ცხოველთა უფლებადამცველი სასამართლოში უჩივლებს.
ირმა მთიულიშვილის განცხადებით, მას ზ.ქ.-მ სოციალურ ქსელში ცილი დასწამა და უთხრა, რომ ის არასწულწლოვან ბიჭებთან სექსუალურ კავშირშია ბრალდებული.
“ვაპირებ სამართლებრივ დავას ცილის წამებაზე. ადვოკატთან მაქვს დღეს შეხვედრა, მოვამზადებ სარჩელს და შევიტან სასამართლოში. არ ვაპატიებ ამხელა შეურაცხყოფას. კაცი მე მიწერს იმას, რასაც მას ედავებიან და ასეთ ადამიანს ჰქვია მასწავლებელი”, – აცხადებს მთიულიშვილი.
მან იმ კომენტარის “სქრინიც” გვაჩვენა, სადაც გარყვნილ ქმედებაში დადანაშაულებული მასწავლებელი მას იგივე დანაშაულში სდებს ბრალს.
დატოვეთ კომენტარი