ახალი ამბები

14 სოფელი, სადაც ხაშურის მერია ბეტონის გზების დაგებას აპირებს – ჩამონათვალი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბეტონის გზების დაგების სამუშაოებისთვის 300 ათასამდე დაიხარჯება.

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ სოფლების ჩამონათვალს, სადაც ბეტობის გზის დაგება იგეგმება: 

  • ბეღლითში სავალი გზისთვის გამოყოფილია 12 381 ლარი
  • წეღვერში სოფელთან მისასვლელი გზისთვის გამოყოფილია 12 381 ლარი
  • ტიტვინისწყაროში სოფელთან მისასვლელი გზისთვის გამოყოფილია  12 381 ლარი
  • ნადარბაზევში გზისთვის გამოყოფილია 12 381 ლარი
  • ბულბულისციხეში გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • ახალშენში სოფლის შიდა გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • რუსაანთუბანში შიდა სასოფლო გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • დიდ ყელეთში გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • პატარა ყელეთში გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • დიდ ხალებში სოფლის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • პატარა ხალებში სოფლამდე მისასვლელი გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • ღართაში სოფლამდე მისასვლელი გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • სარტყელაში სოფლამდე მისასვლელი გზისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი
  • ყიფიანთუბანში სოფლის შიდა გზებისთვის გამოყოფილია 24 611 ლარი

სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 91 კალენდარული დღით. სატენდერო წინადადების მიღება სრულდება 2022 წლის 6 ივლისს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.