გორელმა ძიუდოისტმა საბა სამადაშვილმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის განვითარების და ხელშეეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სამადაშვილი ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.
“წლეულს იგი, ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი კონტინენტის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. აგვისტოს მიწურულს საბას მსოფლიოს ჩემპიონატი ელის, რომელიც სარაევოში გაიმართება. გორელი სპორტსმენი იქაც წარმატებისთვის იბრძოლებს”, – ავრცელებს სააგენტო.
სამადაშვილი, გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. მისი პირადი მწვრთნელი ანზორ თენაძეა.
დატოვეთ კომენტარი