ქარელელი პედაგოგი, ზურაბ ჯუშოშვილი პროექტის “ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში” გამარჯვებულია.
ჯუშოშვილი ქარელის 1 -ლი საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელია, რომელმაც რესპუბლიკის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.
პროექტი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს, სკოლებში ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესის დაგეგმვის გზით, მოსწავლეებში ოლიმპიზმის იდეების, ცხოვრების ჯანსაღის წესის პოპულარიზებას. მას ერთობლივად ახორციელებენ სეოკი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს სპორტის, ფიტნესისა და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და სპეცისლურო საჩუქრებით, რომელიც მათ ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარემ ლერი ხაბელოვმა გადასცა.