სპორტული სივრცე, რომლის რეაბილიტაციისთვის ათასობით ლარი დაიხარჯა, დანაგვიანებული და დაზიანებულია.
სტადიონი და გასახდელი ოთახები გორში, ვერხვების დასახლებაში მდებარეობს. ადგილზე არსებული ვითარების ამსახველი ფოტოები “მოზაიკამ” გადაიღო.
ადგილზე ინფრასტრუქტურა დამტვრეულია, სტადიონი კი – დანაგვიანებული.
აღნიშნულ სტადიონს რეაბილიტაცია 2017 წელს, სხვა სტადიონებთან ერთად ჩაუტარდა. სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდ და 10 სტადიონის რეაბილიტაციისთვის 1 300 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც გორის მერიის წილი 290 ათას ლარს შეადგენდა.
დატოვეთ კომენტარი