კასპში სტალინის ქუჩას სახელი გადაარქვეს, თუმცა აბრები ჯერ არ შეუცვლიათ.
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, ქუჩის სახელის ცვლილება დაახლოებით 10 წლის წინ მოხდა, აბრებს კი მომავალ ერთ წელში შეცვლიან.
ყოფილი სტალინის ქუჩა ახლა სააკაძის სახელს ატარებს.
“ამ დროისთვის საჯარო რეესტრი აკეთებს რაღაც სამუშაოებს აღნიშნულ ქუჩაზე. სანამ არ დასრულდება, ვერ მოხერხდება აბრების გაკეთება. წესით, მომავალ წელს იქნება შესაძლებელი”, – გვითხრეს კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.
დატოვეთ კომენტარი