ახალი ამბები

გორის სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს 

გორის სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს. 

“დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელ სივრცეებში გამოიცველება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები. ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება. სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ინფრასტრუქტურას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.