2 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში – გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში მარათონული გარბენი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნია ავრცელებს.
“აღნიშნულ თამაშებში, გარდა მართონისა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში. ღონისძიების მიზანია სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია”, – ნათქვამია გავრცელბულ ინფორმაციაში.
გარბენი ყველა ქალაქში წინასწარ შერჩეული მარშრუტის შესაბამისად მოეწყობა:
გორი
სტარტი – კომბინატის კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია;
ფინიში – სპორტის სასახლე.
კასპი
სტარტი – ე.წ. “კოწახურა”ს ხიდის მიმდებარე ტერიტორია;
ფინიში – კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა.
ქარელი
სტარტი – ქარელის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია სოფელ ლეთეთის მიმართულებით
ფინიში – სოფელ ლეთეთიდან საცურაო აუზის მიმართულებით
ხაშური
სტარტი – აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისი (ბორჯომის ქუჩის კვეთაზე) –
ფინიში – ხაშურის რკინიგზის სადგური – გმირების ხეივანი (პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ).
მარათონის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულებს გადაეცემათ თასები და მედლები.
უწყების ინფორმაციით მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.