სტატიები

შემოსავლის რა წყაროები აქვთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ჰყავს. 

“მოზაიკა” დაინტერესდა, შემოსავლის რა წყაროები აქვთ გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს?

ქონებრივი დეკლარაციები მიხედვით, ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალი  უფიქსირდებათ სოფლის მეურნებიდან თავმჯდომარის პირველ მოადგლეს, მარლენ ნადირაძესა და მეორე მოადგილეს, თამარ მურალოვას, მესამე მოადგილეს კი, მიმდინარე წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში, საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებული ხელფასის ოდენობა ასახული არ აქვს. 

მარლენ ნადირაძე 

ნადირაძეს გასულ წელს ხელფასის სახით შემოსავალი 24 266 ლარი უფიქსირდება, ხოლო დანაზოგის სახით ხელფასიდან და სოფლის მეურნეობიდან 18 000 ლარი აქვს მიღებული.  დეკლარაციის მიხედვით, მარლენ ნადირაძემ შემოსავლებში ასახა ასევე უძრავი ქონების გაყიდვიდან – 21 000 დოლარი და ნაკვეთის გასხვისებიდან მიღებული თანხა 2 500 დოლარი. 

გარდა შემოსავლებისა, მარლენ ნადირაძეწს ქონებრვი დეკლარაციაში ასახული აქვს იპოთეკური სესხის ვადაზე ადრე დაფარვა ( 63 252 ლარი), რისთვისაც სხვა სესხი აიღო. 

თამარ მურალოვა 

თამარ მურალოვას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისმა შემოსავალმა სოფლის მეურნეობიდან  გასულ წელს 45 000 ლარი შეადგინა, ხელფასის სახით კი 13 895 ლარი აქვს მიღებული. 

ვადაზე ადრე დაფარა ორი სესხი, რომელშიც ჯამში 45 290 ლარი გადაიხადა. გარდა ამისა, მურალოვას კიდევ ორი სესხი აქვს, 60 000 ლარიანი ბაღის გასაშენებლად და 25 600 ლარიანი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად. 

ბექა ლობჟანიძე 

ბექა ლობჟანიძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხელფასის სახით კრივის მწრვთნელობიდან მიღებული შემოსავალი 33 316 ლარი უფიქსირდება, რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდში მიღებულ შემოსავალს, ლობჟანიძეს დეკლარაციის შევსების დროს აღნიშნული თანამდებობისთვის სახელფასო სარგო ჯერ არ ჰქონდა მიღებული. 

ლობჟანიძემ დეკლარაციაში ასახა ასევე იპოთეკური სესხი (80 000ლარი) და ბინის შესაძენად გადახდილი 52 000 დოლარი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.