ახალი ამბები

ქარელში საკანალიზაციო ჭებს თავსახურები მოპარეს 

ქარელში, ვაჟა -ფშაველას ქუჩაზე საკანალიზაციო ჭებს თავსახურები მოპარეს. ადგილობრივების თქმით, მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა. 

“შაარშან  დაახურეს, წელს კი ისევ მოიპარეს. სანამ ვინმე არ ჩავარდება შიგნით, არავინ იზრუნებს”,  – ამბობს ადგილობრივი. 

ქარელის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნიშნულზე რეაგირება მათ მოვალეობებში არ შედის. 

“ჩვენს არ გვეხება საკანალიზაციო ჭები, არც მსგავი შემთხვევის შესახებ გამიგია რამე. წყალკანალს უნდა მიმართოთ და ისინი გაგცემენ პასუხს”, – გვითხრა ალექსი ჯოჯიშვილმა, ქარელის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა. 

“მოზაიკა”  წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მენეჯერს გადასცემენ და და პრობლემას უახლოეს პერიოდში მოაგვარებენ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები