გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო 15 ივლისიდან ელექტორნული მუსიკის საღამოების მოწყობას გეგმავს.
სააგენტოს ცნობით, ელექტრონული მუსიკის საღამოები ლომჭაბუკის სკვერში, ახალი საინფორმაციო ცენტრის მიმდებარედ მოეწყობა.
“სააგენტო მიმართავს პროექტში მონაწილეობის მსურველ გორელ DJ-ეებს გამოგვეხმაურეთ და მიიღეთ მონაწილეობა ელექტრონული მუსიკის საღამოებში. დაგვიკავშირდით 598 18 36 74; 599 11 69 29”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტი მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციასა და აღნიშნულ მუსიკალურ ჟანრში მომუშავე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არტისტების ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობას.
დატოვეთ კომენტარი