ქარელის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში 184 000 ლარის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, – ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ქარელის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ საკრებულოს სხდომაზე მიაწოდა.
მისი თქმით, 11 სოფლის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
“სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობას ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჰქონდათ მოთხოვნაში. ამიტომ იგეგმება გზების მოხრეშვა, მოშანდაკება და მოპირკეთება”, – თქვა მაწონაძემ.
ინფრასტრუქუტურის მოწესრიგება შემდეგ სოფლებში იგეგმება:
- ოქროსსოფელი
- აგარა
- დირბი
- ძლევიჯვარი
- ქვენატკოცა
- ჭანდრები
- კლდუ
- სათერძე
- სუქანაანთუბანი
- წითელუბანი
- ქვემო ხვედურეთი
ასევე ცნობილია, რომ სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, სოფელ კნოლევში და მოხისის დევნილთა ჩასახლებაში ტრენაჟორები დამონტაჟდება.
დატოვეთ კომენტარი