რუსთაველის გამზირზეა 2 მოსაცდელი, რაც ვფიქრობ, რომ საკმარისია, – ამბობს ხაშურის მერიის ინფრასქტრუქტურის სამსახურის უფროსი.
გიორგის პაპიაშვილის თქმით, ქალაქში მოსაცდელების დამატებას მოსახლეობა არ ითხოვს.
“ამ ეტაპზე მოსაცდელების გაკეთება ქალაქის მაშტაბით არ იგეგმება, მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა არ შემოსულა. თუ ასეთი მოთხოვნა იქნება, შემდგომში ვიფიქრებთ გაკეთებაზე”, – გვითხრა პაპიაშვილმა.
ამჟამად, ქალაქის მასშტაბით მოსაცდელები მხოლოდ მესამე სკოლასთან მდებარეობს. სხვა ადგილებზე, მოქალაქეები ტრანსპორტს გზის პირას ელოდებიან.
დატოვეთ კომენტარი