სამეფო ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც 6 თვის წინ დასრულდა, საგზაო მონიშვნები წაშლილია.
ისტორიულ ქუჩაზე მდებარეობს 9 აპრილის სკვერიც, სადაც ქვაფენილი და შადრევანი მოპირკეთდა, თუმცა ქუჩის რეაბილიტაციიდან ნახევარი წლის შემდეგ, სკვერში წვიმის დროს გუბეები დგება, გამწვანება კი მოუვლელია.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ქუჩის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
დატოვეთ კომენტარი