გიორგი ეკალაძე “ფორმულას” სატელევიზიო პროექტის “მისია” ერთ-ერთი გამარჯვებულია.
სატელევიზიო პროექტის ფინალი დღეს იყო და ოთხი ფინალისტიდან ერთი – ხალხის, მეორე კი – ჟიურის რჩეული გახდა.
- ხალხის რჩეული და მისიის გამარჯვებული – ედო ჯავახიძე
- ჟიურის რჩეული – გიორგი ეკალაძე.
გიორგი ეკალაძე წარმოშობით ქარელიდან არის. ის ამჟამად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს. “მისიას” პრიზის ფარგლებში კი, გიორგი ევროპაში ისწავლის.
დატოვეთ კომენტარი