ქარელის ერთ-ერთი სუპერმარკეტის შუაგულში ცაცხვის ხე დგას, რომელიც მინებით არის შემოსაზღვრული.
“ხის მოჭრა არ შეგვეძლო. ამიტომ დეკორაციად ვაქციეთ”, – ამბობენ მაღაზიის თანამშრომლები.
მაღაზიაში გადაღებული ფოტოს გავრცელების შემდეგ, მოქალაქეები აქტიურად წერდნენ, რომ მინის კონსტრუქციით ხის შემოღობვა გამოსავალი არაა და რომ მას მორწყვა სჭირდება.
“მორწყვა სჭირდება, თორემ გახმება” – ეს იყო ძირითადი შენიშვნა, რომლის საპასუხოდ, დღეს მაღაზიაში “მოზაიკას” უთხრეს, რომ ცაცხვის ხეს რეგულარულად უსხამენ წყალს.
“ამ მინის კონსტრუქციას აქვს კარი, საიდანაც შევდივართ და წყალს ვუსხამთ. გარდა ამისა, წვიმის დროს, წვიმის წყალიც ჩამოდის.”
დატოვეთ კომენტარი