ახალი ამბები

ქარელის მერია სათვალთვალო კამერებს ყიდულობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სათვალთვალო კამერებს ყიდულობს, რისთვისაც უწყებამ ბიუჯეტიდან 130 338 ლარი გამოყო. უწყებამ კამერების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 22 ივნისს გამოაცხადა.

“პროექტის ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მიწოდება, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე მონტაჟი და ტექნიკური დავალებიდან გამომდინარე ვიდეო ნაკადის შესაბამისი გამტარუნარიანობის მქონე ქსელით მიწოდება თბილისამდე – შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრი –  მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

როგორც ცნობილია, ტენდერის ფარგლებში ქარელის მერია 12 ცალ მართვად კამერას იყიდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.