ახალი ამბები

ხოჯევანიშვილმა ხელისუფლება ევროკომისიის დასკვნის უგულებელყოფაში დაადანაშაულა

გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან “ქართულ ოცნებას” მიმართა. ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის დასკვნას უგულებელყოფს.

„მინდა მივმართო “ქართულ ოცნებას”, მართლა საინტერესოა ხვდებით და აცნობიერებთ თუ არა, რომ ახალი რეალობაა შექმნილი ამ შენობის გარეთ და საზოგადოებაში სხვა მოლოდინებია გაჩენილი, მაგრამ გუშინდელი თუ დღეს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციები, რომ აქციაზე მისულ ყველა ადამიანს ,,ნაცს” ეძახით – ეს დიდი შეცდომაა და კიდევ უფრო ღრმა უფსკრულს აჩენთ ხალხში და გავიწყდებათ, რომ პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღვივებთ ამ დამოკიდებულებებით და შესაბამისად, კიდევ ერთხელ უგულებელყოფთ ევროკომისიის დასკვნის პირველ პუნქტს – პოლარიზაციის შემცირების მოწოდებას”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.