ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 32 საჯარო სკოლაში , სამეურვეო საბჭოს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, – ამბობს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
მისი ინფორმაციით, არჩევნები შედგა ყველა სკოლაში. არ ჩაშლილა და არც ერთ სკოლაში მეორე ტურის დანიშვნის საჭიროება არ დამდგარა.
“მასწავლებლების ჩართულობა იყო ძალიან მაღალი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 95% გამოცხადდა და გააკეთა არჩევანი. რაც შეეხება მშობლებს, საშუალო ჩართულობით წარიმართა პროცესი. ნება გამოხატა ამომრჩეველი მშობლების 42%-მა”, – გვითხრა ზვიად გოგუაძემ.
ინფორმაციისთვის, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.