გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, გურამიშვილისა და ქართლის ქუჩებზე გარემოვაჭრეებისთვის დახლების ასაშლელად მიცემული ვადა დღეს, 21 ივნისს იწურება.
გორის მერიის ცნობით, მოვაჭრეები უკვე გაფრთხილებულები არიან და საჯარიმო ქვითრებიც მზადაა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიცემულ ვადაში ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება.
“დღის ბოლომდე აქვთ ვადა, რომ დახლები და მსუბუქი კონსტრუქციები აშალონ, საჯარომო ქვითრებიც მზადაა. თუკი მოვაჭრეები არ დაემორჩილებიან მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნას, კანონის ფარგლებში გათვალისწინებული ზომები გატარდება”, – განმარტავენ გორის მერიაში.
ინფორმაციისთვის, 14 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეები გააფრთხილეს და დახლების ასაშლეად ერთი კვირის ვადა მისცეს. მერიაში აცხადებენ, რომ მათ ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებენ, სადაც მოვაჭრეები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.