ახალი ამბები

საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში სანგრები გათხარეს (ვიდეო)

საოკუპაციო ძალებმა კასპის მუნიციპალიტეტში სანგრები გათხარეს. სამუშაოები სოფელ საკორინთლოში განხორციელდა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დათო ქაცარავას მიერ დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ თხრილების სიღრმე ერთ მეტრზე მეტია.

“ჩვენი პატრულირებისას, ამჯერად უკვე, საკორინთლოში აღმოვაჩინეთ ოკუპანტების “მუშაობის” ახალი კვალი – ოკუპირებულ მხარეს, მავთულხლართთან გაკეთებული თხრილი, რომლის შესახებ ჩვენი ხელისუფლება რა თქმა უნდა დუმს”, – წერს ქაცარავა.

ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყებაში ამბობენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დატოვეთ კომენტარი