თითქმის ერთი თვეა, რაც შიდა ქართლის რეგიონი გუბერნატორის გარეშეა. ვალერიან მჭედლიძემ თანამდებობა 20 ივნისს დატოვა, 21 ივნისს კი, შიდა ქართლში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახალ გუბერნატორს თვის ბოლომდე დანიშნავდა.
“ძალიან მალე, თვის ბოლოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მას შემდეგ “მოზაიკა” პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს რამდენჯერმე ესაუბრა, თუმცა გუბერნატორის დანიშვნის თარიღი ამ დრომდე არ დაკონკრეტებულა.
ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან ყოფილი გუბერნატორის მოადგილეები – ამ პოზიციებზე მუშაობას აგრძელებენ სიმონ გულედანი, აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში 7 გუბერნატორი შეიცვალა:
- 1. ზურაბ რუსიშვილი – 2013- 2016
- 2. იოსებ ოქრომელიძე – 2016 – 2017
- 3. კახა სამხარაძე – 2017-2018
- 4. აკაკი მაჭუტაძე – 2018
- 5. გიორგი ხოჯევანიშვილი – 2018 – 2020
- 6. მამუკა საღარეიშვილი – 2021
- 7. ვალერიან მჭედლიძე – 2021 – 2022
დატოვეთ კომენტარი