ახალი ამბები

ხაშურელები აუცილებლად წავლენ პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე – მეხრიშვილი

ხაშურელი აქტივისტი პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე წასვლისთვის ტრანსპორტით უზრუნველყოფას მერიას სთხოვს. მეხრიშვილი აცხადებს, რომ აქციაზე წასვლის სურვილი ბევრ ხაშურელს აქვს.

“მე მივდივარ ხვალ დაგეგმილ აქციაზე, ხაშურის მოსახლეობაშიც ეს განწყობა აპირებენ წამოსვლას, თუმცა არ მგონია მერიამ ავტობუსები რომ გამოგვიყოს, ჩვენ ჩვენი ხარჯებით წავალთ”, – განაცხადა ზაზა მეხრიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აქცია 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. ზურაბიშვილის თქმით, აქციის მიზანი იმის ჩვენებაა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები აქვს. პრეზიდენტმა აქციაზე მისვლისკენ ყველას მოუწოდა, მათ შორის მმართველ გუნდს და ოპოზიციასაც.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები