ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში არდადეგები ივნისის ბოლოს დაიწყება და და ის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
“ამ ეტაპზე მშობლების მხრიდან არ ყოფილა მოთხოვნა საზაფხულო საბავშვო ბაღების გახსნის შესახებ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საზაფხულო არდადეგები 25 ივნისს დაიწყება და როგორც წესი ის 15 სექტემბერს განახლდება”, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღსაზრდელი დაწესებულების ხელმძღვანელმა ლელა გელაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო და 3 ალტერნატიული ბაღია.
დატოვეთ კომენტარი