ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარის მოსახლეობა ავტობანზე გადასასვლელი გვირაბის მოწესრიგებას ითხოვენ.
მოზაიკას ამ პრობლემასთან დაკავშირებით აგარაში მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ.
“ვერ გაივლი ისეთი მდგომარეობაა სანიაღვრეც არა აქვს, წვიმის დროს ხომ საშინელი მდგომარეობა როგორ უნდა მოახერხო და ამ გზით ავტობანზე როგორ უნდა გახვიდე, როცა კეთდებოდა ეს გადასასვლელი ხალხს შეპირდნენ, რომ სანიაღვრე არხებს გააკეთებდნენ, მაგრამ ხალხიც მოატყუეს .ხალხმა ამის გამო გზაც გადაკეტა იყვნენ მოსულები ქარელის მერიიდანც მაგრამ იგივე მდგომარეობაა”, – აცხადებს აგარაში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.
დატოვეთ კომენტარი