ახალი ამბები

რატომ არ ფუნქციონირებს ტურიზმის ცენტრი ქარელში? – ოპოზიციის კრიტიკა

ქარელის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი დღემდე არ ფუნქციონირებს. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ოპოზიცია.

ქარელის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მარიამ ქელეხსაშვილი ამბობს, რომ ცენტრის გახსნა ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე იყო დაგეგმილი.

“ეს საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე უნდა გახსნილიყო, რისთვისაც 12 000 ათასი ლარიც იყო გამოყოფილი ,შემდეგ პანდემია დაიწო და მას დააბრალეს, პანდემია დასრულდა შენობა კი დღემდე უფუნქციოდ დგას”, –  აცხადებს ქელეხსაშვილი.

პარტიის “საქართველოსთვის” წევრის ვასიკო ბაქრაძის ინფორმაციით, ცენტრში 3 ადამიანის დასაქმება იგეგმებოდა.

“პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პროცედურები შეჩერდა. პანდემია დასრულდა ნელ-ნელა ყველაფერი მუშაობას იწყებს ტურისტული სეზონი ახლა არის,საინფორმაციო ცენტრი კი არ ფუნქციონირებს ქარელში”, – ამბობს ბაქრაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები