ახალი ამბები

კასპში უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა

კასპში „თბილისის გულის ცენტრის“ ექიმთა ჯგუფის მიერ კარდიოლოგიური პროფილის დაავადებების მქონე პირთა უფასო სამედიცინო მომსახურების აქცია გაიმართა.

“აქცია მოიცავდა კარდიოლოგიური პროფილის 50 წელს გადაცილებულ პაციენტთა უფასო კონსულტაციებს და გამოკვლევებს დღის განმავლობაში აქციის ფარგლებში 100 ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა გამოკვლევა”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აქცია „თბილისის გულის ცენტრის“ ადმინისტრაციული დირექტორის ზურაბ ნიპარიშვილის ინიციატივით მოეწყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.