ააიპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს პროექტების მენეჯერს მ.შ-ს ანტიკორუფციული სამსახური ქრთამის აღებას ედავება. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.
არსებული ინფორმაციით, 26 მაისის ღონისძიებისთვის სააგენტომ გამარტივებული წესით შეისყიდა პიროტექნიკა ერთ-ერთი ინდ.მეწარმისგან. სწორედ აღნიშნულ შესყიდვაში აღმოაჩინა სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დარღვევები.
გავრცელებული ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერმა ქრთამის სანაცვლოდ უზრუნველყო ის, რომ სწორედ აღნიშნულ ინდ.მეწარმესთან გაფორმებულიყო გამარტივებული შესყიდვა.
”მოზაიკას” ინფორმაციით, კულტურის სააგენტოს პროექტების მენეჯერის წინასასამართლო სხდომა გაიმართა და აღნიშნული პიროვნება მოსამართლემ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.