გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან, კერძოდ, ზარდიაანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.
“ოკუპანტები სოფლის სიახლოვეს ბოლო ორი დღეა მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ”, – ამბობს მოსახლეობა.
ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
“გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – აცხადებენ სუსში.
როგორც ცნობილია, მედიას გამყოფ ხაზთან მუშაობის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.
დატოვეთ კომენტარი