ახალი ამბები

„ივანიშვილის დასანქცირება “ქართულ ოცნებას” დაშლის”

„ივანიშვილის დასანქცირება “ქართულ ოცნებას” დაშლის”, – ასე ეხმაურება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი შარიფაშვილი, ევროპარლამენტის რეზოლუციას.

„ძალზედ დროული ნაბიჯია ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღება ბიძინა ივანიშვილის პირადი სანქციების დაკისრების ნაწილში, ვინაიდან კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახეს ევროპელმა პარტნიორებმა, რომ პოლიტიკური გუნდი ქართული ოცნება არ არსებობს და ის პირადად ბიძინა ივანიშვილის ხუშტურებს ასრულებს, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, თავისუფალი სიტყვის გაქრობაში ჩვენს ქვეყანაში, რის ნათელი მაგალითებიცაა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა. ბიძინა ივანიშვილის კრემლთან მჭიდრო თანამშრომლობა ვფიქრობ დღეს ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი აღარცაა და სწორედ მისი სანქცირება გამოიწვევს ქართული ოცნების ხელისუფლების დასასრულს”, – აცხადებს შარიფაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.