„პატივს მივაგებთ მეგობრობას, რომელიც უკრაინელ ხალხთან გვაკავშირებს”, – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სურამში ლესია-უკრაინკას სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
„ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან პატივს მივაგებთ იმ მეგობრობას, რაც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინელ ხალხთან აკავშირებს ჩვენს მუნიციპალიტეტს. გარდა ამისა, ადგილობრივებისა და დამსვენებლების გართობისა და დასვენებისთვის კიდევ ერთი კომფორტული სივრცე შეიქმნება. “- აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა.
დაბა სურამში, ლესია უკრაინკას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 83 591 ლარს შეადგენს.