ახალი ამბები

ქარელში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ქარელის კულტურის სახლში 14 ივნისს კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიმართება.

“ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქარელის, აგარის და რუისის ხელოვნების სკოლების საუკეთესო მოსწავლეები და მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარსდგებიან მსმენელის წინაშე. ღონისძიების ბოლოს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია”, – აცხადებს ნადი ქელეხსაშვილი, ქარელის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი.

როგორც ცნობილია, ფესტივალი ქარელის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

იოსკა კურტანიძე

იოსკა კურტანიძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი.