ახალი ამბები

ქარელში მსახიობ გიორგი არადელი-იშხნელის მოღვაწეობა გაიხსენეს

ქარელელი მსახიობის გიორგი არადელი- იშხნელის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში.

​შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მსახიობები და პოლიტიკოსები, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე თემურ ხუბულური და ქარელის საკრებულოს დეპუტატი ვასილ ბაქრაძე. შეხვედრა მოეწყო კინომცოდნე გოგი დოლიძის ორგანიზატორობით.

“არადელი-იშხნელის მიერ განსახიერებული როლები გამოირჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლით, მხატვრული სიმართლით და მხატვრული დამაჯერებლობით , მას არაერთი როლი ჰქონდა შესრულებული, დიდი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში”, – აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.

აგრეთვე შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაწესდეს გიორგი არადელი-იშხნელის პრემია და სტიპენდია.

2017 წელს ქარელში პირველად დაიდგა პიესა “არადელი” პიესის ავტორია ვასილ მამულაშვილი. მსახიობი ტრაგიკულად გარდაიცვალა 38 წლის ასაკში 1920 წელს.

დატოვეთ კომენტარი