ქარელში დასრულდა რაიონული ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს აგარისა და რუისის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ქარელის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და რუისის გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, ჩემპიონატი 2016 წლიდან საქართველოს მასშტაბით ტარდება და მონაწილეობას 400-ზე მეტი გუნდი იღებს.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










