ახალი ამბები

​ხაშურში მშენებლობიდან მუშამ ლითონის ხრახნები მოიპარა

ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.გ-მ ლითონის ხრახნები მოიპარა.

“ი.გ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ დაეუფლა სამშენებლო კომპანიის კუთვნილ მეორად ლითონის ხრახნებს. ჩადენილი ქმედების შედეგად, “ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალს მიადგა 480.66 ლარის ზარალი”, – აღნიშნულია საქმის მასალებში.

არსებული ინფორმაციით, საქმე ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა შეისწავლა, რომელმაც ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად 2 წელი დაუდგინა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.