ახალი ამბები

კასპში თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

კასპის #1 საჯარო სკოლაში მხატვარ თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

“მშობლიურ სკოლაში მოწყობილ გამოფენაზე, პანდემიის ორი წლის განმავლობაში შექმნილი 60 ნამუშევარი გამოიფინა. პორტრეტები, ნატურმორტი, პეიზაჟი და სხვა დამთვალიერებლის ემოციას იწვევდა. თეა საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავს, პროფესიაც შესაბამისად აირჩია მხატვარ-დიზაინერის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. დღეს ის ქალაქის #3 საბავშვო ბაღის მენეჯერია და მშობლიურ სკოლაში ხატვას ასწავლის”, – ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ქუტაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. შემდეგ რეგიონის, რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებებში მონაწილეობს. ის შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია, მისი ნამუშევრები კი სახელოვნებო წიგნში „ქართლის პალიტრა”-შია შესული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.