ახალი ამბები

გორში სეტყვამ სკვერებში ახლად დარგული  ყვავილები დააზიანა  

გორში ძლიერმა სეტყვამ სკვერებში ახლად დარგული დეკორატიული ყვავილები დააზიანა. 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებული მცენარეები ახლით ჩაანაცვლეს. უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ქალაქში სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარებს. 

“მიმდინარეობდა სანიაღვრე არხების გაწმენდა, ტროტუარების, სკვერების და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, ჩამოტეხილი ტოტებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილი. ქალაქის რამდენიმე სკვერში, მოხდება იმ ყვავილების ამოცვლა რომელიც სეტყვამ დააზიანა”, – ამბობენ კეთილმოწყობის სააგენტოში. 

ინფორმაციისთვის, ძლიერი წვიმის გამო, დაიტბორა რამოდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი და ეზო. ავტომანქანების გადაადგილების პრობლემა შეიქმნა კომბინატის დასახლებაში, სარკინიგზო ხიდის ქვეშ. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.