ახალი ამბები

გორში მაღაზია “ლიბრე” დააყაჩაღეს  

გორში, გამთენიისას მაღაზია “ლიბრე” დააყაჩაღეს. 

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფულის სეიფი გაიტაცეს და და მარკეტის ორი თანამშრომელი, მათ შორის ორსული ქალი სცემეს.

“მთლიანად სეიფი წაიღეს და სალარობიდანაც გაიტაცეს ფული. როგორც ვიცით დააკავა უკვე პოლიციამ მძარცველები. შეურაცხყოფა მიაყენეს თანამშრომლებსა”, – ამბობენ მარკეტის თანამშრომლები. 

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი