ახალი ამბები

დარჩება თუ არა აფციაური სააგენტოს დირექტორად – შიდა ქართლის მერები შეხვედრას გეგმავენ

“მოზაიკას” ინფორმაციით, მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორის შეცვლასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერები შეხვედრას გეგმავენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სააგენტოს დირექტორის შეცვლისთვის საჭიროა კასპის, ქარელის, ხაშურის და გორის მერების ერთობლივი გადაწყვეტილება. სააგენტოს წესდების მიხედვით, ცვლილების განსახორციელებლად, საკმარისია 3 მერის თანხმობა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, რადგან ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი სამუშაო ვიზიტით ევროპაში იმყოფებოდა, შეკრება ამ დრომდე აღნიშნული მიზეზით ვერ ჩატარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თენგიზ ჩიტიაშვილი საქართველოში უკვე დაბრუნდა, მერების შეკრება უახლოეს დღეებში მოხდება.

არსებული ინფორმაციით, თამარ აფციაურს საკრებულოს ყოფილი წევრი ბაქარ გიუნაშვილი ჩაანაცვლებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.