ახალი ამბები

კასპის მუნიციპალიტეტში ფილმი “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” უჩვენეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ბესო სოლომონაშვილის ფილმის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” ჩვენება გაიმართა.

“ფილმი ქართველი გლეხის, რობინზონის პირადი ამბით აღწერს რუსული აგრესიის სისასტიკეს. რუსული ოკუპაცია მეომრად აქცევს მშვიდობიან გლეხს, რომელსაც ხელში იარაღის აღება ვერ წარმოუდგენია.  ფილმის ჩვენებამ კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში ემოციურად ჩაიარა, საინტერესო დიალოგით მთავარი როლის შემსრულებელთან დუტა სხირტლაძესთან და ფილმის რეჟისორ ბესო სოლომონაშვილთან”, – ინფორმაციას ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სოფელი ქვემო გომი ის ადგილია, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა. ფილმის ჩვენება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინიციატივით გაიმართა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები