ახალი ამბები

ხაშურის სტადიონის დირექტორად ვახტანგ ჯაფარაშვილი დაინიშნა

ხაშურის განახლებული სტადიონის დირექტორის პოზიციაზე ვახტანგ ჯაფარაშვილი დაინიშნა.

“იგი მრავალი წელი ხაშურის საფეხბურთო გუნდის “ივერიის” მწვრთნელი იყო. მან ახლა “ივერიის” სტადიონის მუდამ ფორმაში ყოფნაზე უნდა იზრუნოს”, – ინფორმაციას “ხაშურის სპორტი” ავრცელებს.

გარდა ამისა, საფეხბურთო კლუბ “ივერიის” მთავარი მწვრთნელი ზურაბ ლომიძე იქნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი