ახალი ამბები

„შვილების უსაფრთხოებისთვის”, – ხაშურში აქცია დააანონსეს

„დღეს გავიდეთ ყველა 7 საათიდან და მოვითხოვოთ შვილების უსაფრთხოებისთვის”, – ხაშურში მოქალაქეებმა აქცია მას შემდეგ დააანონსეს, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ ბავშვს დაეჯახა მანქანა.

“დღესაც ბავშვს დაეჯახა ვიღაც არაადამიანი. მადლობა უფალს რომ გადარჩა. არ გაჩერდე სახლში!!! დღეს გავიდეთ ყველა 7 საათიდან და მოვითხოვოთ შვილების უსაფრთხოებისთვის. მოთხოვნა არის ის, რომ სკოლებთან იყოს ე.წ ბუგაროკები – მწოლიარე პოლიციელები და ვიდეოკამერები ავტომანქანების სიჩქარის გადაჭარბების კონტროლის მიზნით”, – ამბობს მოქალაქე ელენე ბაღათურია.

ინფორმაციისთვის, ბოლო 1 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 13 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მას სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები