ახალი ამბები

ხაშურში ბავშვს მანქანა დაეჯახა

“დღეს დილით დისშვილი მივიყვანე სკოლაში და ბავშვს, რომელიც ზებრაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა, კიდევ კარგი, რომ მხოლოდ წააქცია და დაზიანება არ მიუღია ბავშვს”, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიკა ხოფერია ავრცელებს.

„როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე. ასე მშვიდად როდემდე უნდა ვუყუროთ ამ ყველაფერს. იარეთ ნელა, გეყოთ იმდენი სინდისი და კაცობა, რომ ნელა როცა მიდის მანქანა უკან მიჰყვეთ და არ გაუსწროთ. მართლა უსირცხვილოები ხართ”, –  წერს სოციალურ ქსელში ლიკა ხოფერია.

ხაშურის მოსახლეობა უკვე თვეებია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვს ქალაქში .

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი