ახალი ამბები

 “მწვანე ცელოფანი” – გორის N4 სკოლა ახალ პროექტს იწყებს

გორის მე – 4 საჯარო სკოლამ პროექტი “მწვანე ცელოფანი” წამოიწყო.

პროექტის ცელოფნის ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში, სკოლისა და ქალაქის თემის ჩართულობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

“ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსწავლეები გეგმავენ ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ გორის სხვა სკოლებსაც, რომ პროექტი უფრო მასშტაბური, ხოლო მისი შედეგები უფრო მდგრადი გახდეს. მოსწავლეებმა თემატურად მოხატეს ურნებიც, რომლებიც მხოლოდ ცელოფნის ჩასაყრელად იქნება განკუთვნილი და განათავსეს სკოლაში. როდესაც ეს ურნები გაივსება სკოლა უზრუნველყოფს მის დანიშნულების ადგილამდე მიტანას დასაფქვავად, რათა გამზადდეს შემდგომი  გადამუშავებისთვის”, –  აცხადებს სკოლის ადმინისტრაცია.

პროექტის პოპულარიზაციისთვის მოსწავლეებმა შექმნეს ფეისბუქ გვერდი „მწვანე ცელოფანი“. სადაც განთავსდება ახალი ინფორმაცია მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ.    

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.