გორში, უკრაინის მხარდამჭერმა ცენტრმა ონკოლოგიული პაციენტებისთვის 50 000 ევროს ღირებულების წამლები შეაგროვა.
მედიკამენტები უკრაინის ქალაქ ლვოვში გაიგზავნა. ცენტრის ხელმძღვნელის, ზაზა მეზვრიშვილის ინფორმაციით, ტვირთს ლუცკის მერი და ვოლინის ოლქის გუბერნატორი ჩაიბარებენ.
“ევროპა დონა საქართვფლოს” გოგონებისგან მოპოვებული ონკოლოგიური წამლები (8000 ქიმიო-თერაპიის ამპულა)გუშინ დაიძრა უკრაინისკენ,კერძოდ ლვოვში. მადლობა ყველას ვინც ხელი შეგვიწყო ამ კეთილ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა: ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტ ანნა მაზანაშვილს და მის გოგონებს.ასევე სააფთიაქო ქსელს PSP, გორის მოქალაქეებს, ნუგზარ მაჭავარიანს,რესტო-ბარ ბლექ სტარს, უკრაინის რადას დეპუტატს იულია ვუსენკოს,უკრაინის საელჩოს დიპლომატსსაქართველოში, ალექსანდრე შულგას და სხვა მონაწილეებს”, – წერს მეზვრიშვილი.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ მედიკამენტებს საწვავის არ ქონის გამო უკრაინაში ვერ აგზავნიდნენ.