სათემო ორგანიზაცია “კომლი” პროექტში მონაწილეობის მისაღებად იწვევს კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს.
„კომლი” ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით ახორციელებს „ფორუმ თეატრის – თამაში ცვლილებებისთვის“ პროექტს.
“აღნიშნული პროექტის მიზანია კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება და ხელშეწყობა „ფორუმ თეატრი – თამაში ცვლილებებისთვის“ შედგება ორი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას ვორქშოფში „ახალგაზრდული პოლიტიკა, უკეთესი მუნიციპალიტეტისთვის“ და ტრენინგში „როგორ დავდგათ ფორუმ თეატრი?“, მეორე ეტაპი კი უშუალოდ ფორუმ თეატრის განხორციელებაა”, – ინფორმაციას ორგანიზაცია “კომლი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტრენინგებისა და ფორუმ თეატრის ჩატარების პერიოდი 18-23 ივნისია.
პროექტი სრულად ფარავს მონაწილეთა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 20 მონაწილე, სააპლიკაციო ფორმის გადაგზავნის ბოლო ვადა 12 ივნისია.
“დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: ნინო ქოთოლაშვილი 557 94 31 08, ტატო ბეჟიტაშვილი 558 355 747. იხილეთ სააპლიკაციო ფორმა https://docs.google.com/…/1FAIpQLSe…/viewform “