ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში არდადეგები ივლისის ბოლოდან დაიწყება.
„ჩვენი მუნიციპალიტეტის არცერთ საბავშო ბაღში საზაფხულო განყოფილება არ გვაქვს. ჩვენ ყოველ წელს ივლისის ბოლოს ვასრულებთ მუშაობას და წელსაც ასე იქნება”, – განაცხადა ქარელის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო მეზვრიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპზე 22 საბავშო ბაღი ფუნქციონირებს.
დატოვეთ კომენტარი