ახალი ამბები

„თქვენ გმირები ხართ”, – ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ბაღის აღმზრდელებს

„თქვენ გმირი პედაგოგები ხართ”, – ასე მიმართა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს კონფერენციაზე, რომელიც ხაშურის სამუსიკო სკოლაში გაიმართა.

“პანდემიის პერიოდში ყველა სკოლამდელი დაწესებულება აგრძელებდა მუშაობას და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა. შეუძლებელი შეძელით და არცერთი საყვედური არ შემოსულა. მინდა გთხოვოთ, რომ ცოტა უფრო კრიტიკულები იყოთ თვითმმართველობის მიმართ, რათა ამ კრიტიკამ გამოგვაფხიზლოს. ვიცით, რომ ხაშურის საბავშვო ბაღებში პრობლემები არის და მინდა, რომ ამაზე ისაუბროთ”, – განუცხადა ნინო ლიპარტელიანმა ხაშურის სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებს.

ლიპარტელიანმა კონკრეტულ პრობლემაზეც ისაუბრა, რომლის შესახებაც ის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორმა ჩააყენა საქმის კურსში. ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულების ეზო სავსეა “შპრიცებით” და დამსხვრეული ბოთლებით.წ

“საბავშო ბაღის ეზოს ესაზღვრება ერთ-ერთი ქუჩა. ამ ქუჩაზე ხალხი სეირნობს და აქედან ნაგვიანდება ეზოც. ვაპირებთ, რომ იმ ადგილზე კედელი ამოვაშენოთ, რომ უფრო დაცულები იყვნენ ბაღის აღსაზრდელები. არ შეიძლება, რომ ბავშვმა გატეხილი ბოთლით ითამაშოს. ეს პრობლემა ჩვენთვის პრიორიტეტია და ჩვენ მას უახლოეს პერიოდში მოვაგვარებთ”, – განაცხადა ლიპარტელიანმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები