ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულბულისციხემდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მილიონზე მეტი დაიხარჯება
უწყებამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 1 161 873 ლარს შეადგენს.
“სამუშაოების ვადა ორ ეტაპადაა დაყოფლი, პირველი ეტაპის სამუშაოები მოიცავს 2022 წელს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებიდან 63 დღის ვადას, მეორე ეტაპის სამუშაოები 2023 წლის 1 მარტიდან 35 დღის ვადაში დასრულებას”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერის დასრულების ბოლო ვადაა 2022 წლის 23 ივნისი.
დატოვეთ კომენტარი