ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი კოტე ფრუიძე გამყოფი ხაზის მიმდებარედ, სოფელ წაღვლში მცხოვრებ პატარებს შეხვდნენ და ბავშვთა დავცის საერთაშორისო დღე მიულოცეს.
“ბავშვთა დღესთან დაკავშირებით, დღეს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში – წაღვლსა და ჩორჩანაში მცხოვრები 11-15 წლის ბავშვები მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით და კავეას კინოთეატრებთან პარტნიორობით კავეა ისტ პოინტში 3D მულტფილმს ნახავენ”, – ამბობენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხაშურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.
დატოვეთ კომენტარი